რუსეთის პატრიარქი კირილე შვეიცარიაში "კგბ"-სთვის მუშაობდა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური მხარდამჭერია, კგბ-ს ჯაშუშად მუშაობდა, როცა ის შვეიცარიაში ცხოვრობდა 1970-იან წლებში.
ამის შესახებ შვეიცარიის მედია იტყობინება დეკლასიფიცირებულ არქივებზე დაყრდნობით.
Sonntagszeitung-ისა და Le Matin Dimanche-ის თანახმად, შვეიცარიის პოლიციის არქივები „ადასტურებს, რომ ‘მონსენიორ კირილე’, როგორც ის მოიხსენიება ამ დოკუმენტებში, კგბ-სთვის მუშაობდა.“
ამ ორი გაზეთის თანახმად, მათ წვდომა მოიპოვეს შვეიცარიის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტზე.
კირილე, რომელიც დღეს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომის მხურვალე მხარდამჭერია, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჟენევაში ცხოვრობდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
AFP-ის თანახმად, კირილეს კოდური სახელი იყო „მიხაილოვი“, მისი ამოცანა კი - გავლენის მოხდენა საბჭოზე, რომელიც უკვე იყო კგბ-ს მიერ ინფილტრირებული.
როგორც სააგენტო იტყობინება, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა შვეიცარიის პრესაში გავრცელებული ცნობის შესახებ კომენტარზე. თავად ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ მოეპოვება.
AFP-ს ცნობით, არქივები აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის მიზანი იყო, საბჭოს დაეგმო აშშ და მისი მოკავშირეები და შეესუსტებინა რელიგიის არასაკმარისი თავისუფლების თაობაზე კრიტიკა საბჭოთა კავშირის მიმართ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი