"რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს" - კირილ ბუდანოვი
„რუსები ვერ გაბედავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში. რადგან მათ ესმით, რომ ეს გამოიწვევს მათი სახელმწიფოს დაშლას,“ - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაცია არის ქვეყანა, საიდანაც ბევრს შეიძლება მოელოდე, მაგრამ არა ბირთვულ დარტყმას. ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
როგორც მან განმარტა, ბირთვული დარტყმა გამოიწვევს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხებას, არამედ მის დაშლას.
„და ეს მათ ძალიან კარგად იციან“, - დასძენს დაზვერვის უფროსი.