"არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა"
რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება და ძალას იკრებს, არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის ალბათობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან შეხვედრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინეთი უკრაინისთვის თანამედროვე დასავლური ტანკების მიწოდებას მხარს უჭერს.
„მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას, არ სურს თავდასხმა და ძალის გამოყენებით იარაღით წასვლა უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ. ბელარუსზე თავდასხმას არ ვაპირებთ და არც არასდროს ვგეგმავდით. არანაირი ასეთი ზრახვები. რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, რომლებიც დღეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რადგან თვლიან, რომ მათ აქვთ ერთგვარი „სამხედრო შენგენი“. მეჩვენება, რომ ეს დამოკიდებულია რომელიმე სახელმწიფოს მოსახლეობის პატივისცემაზე, ისევე როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პატივისცემაზე, რომელსაც შეუძლია, არ დაუშვას სამხედრო, შეიარაღებული პირები თავის დამოუკიდებელ ტერიტორიაზე“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"