"ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს"
ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს, - ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით გააკეთა.
„მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რუსულმა ტერორმა! მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება. დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს მაქსიმალურ პასუხს”, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს