კოსოვოში დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე, ანუ შეიარაღებული ძალების გამოყენების დონეზე“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
თავად სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიიღებს ყველა ზომას ხალხისა და სერბეთის დასაცავად.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფებისთვის და ისინი დაექვემდებარებიან არმიის შტაბის უფროსის.
26 დეკემბერს კოსოვოს ადმინისტრაციის უშიშროების საბჭო შეიკრიბა და ურთიერთობების ბოლო რღვევაში სერბეთი დაადანაშაულა. კოსოვოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სერბეთის ხელისუფლება კოსოვოს წინააღმდეგ ყველა არსებული საშუალებით მოქმედებს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"