„რუსეთი არ შთანთქავს არცერთ სახელმწიფოს“ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, არაკეთილმოსურნენი რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციული პროცესების შეფერხებას ცდილობენ.
„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში.
ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"