"პუტინ, შეაჩერე ეს ომი!"- ოლაფ შოლცი
უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
შოლცი ამბობს, რომ მას კვლავ სურს კრემლთან კომუნიკაციის არხი ღია იყოს, მიუხედავად წარმატების არც თუ ისე დიდი პერსპექტივისა.
„ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესიული ომი და უკრაინამ დაიცვას თავისი მთლიანობა. ამისთვის „აუცილებელი იქნება იმის თქმა, იქნება ეს ტელეფონით, ვიდეო ჩართვით, თუ გრძელ მაგიდასთან, ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ “, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერის თქმით, რუსეთმა “უნდა აღიაროს, რომ ასე გაგრძელება არ შეუძლია... შეაჩეროს ომი, გაიყვანოს ჯარები და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა".
„პუტინ, შეაჩერე ეს ომი!“ - მიმართა შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა