აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის - „თაიმსი"
ბრიტანული გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო დარტყმების შემდეგ, აშშ-ში უკვე ნაკლებად ინერვიულებენ, რომ კიევის თავდასხმებმა რუსეთის ტერიტორიის შიგნით შესაძლოა, კონფლიქტი გაამწვავოს. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემულ იარაღს.
„ჩვენ არ ვეუბნებით უკრაინელებს, რომ არ მიიტანონ დარტყმები რუსებზე. ჩვენ მათ ვერ ვუკარნახებთ, რა უნდა გააკეთონ. ისინი თავად წყვეტენ, როგორ გამოიყენონ საკუთარი იარაღი. ერთადერთი, რასაც დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინელებმა ჩვენ მიერ გადაცემული შეიარაღების გამოყენებისას დაიცვან საერთაშორისო კანონები და ჟენევის კონვენციები“, – განუცხადეს „თაიმსს“ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სარატოვსა და რიაზანში მდებარე აეროდრომებზე დრონებით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა. თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ.
უკრაინა მომხდართან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"