ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ.
აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს.
ნიდერლანდებმა დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან, მაგრამ რადგან ორი ცალკე გადაწყვეტილება მიიღებოდა, ერთი ხორვატიაზე, მეორე - ბულგარეთსა და რუმინეთზე, მათი ხმაც წინააღმდეგ ჩაითვალა.
“შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ჩეხეთის თავმჯდომარეობის წყალობით. მინისტრებმა დაადასტურეს ხორვატიის წევრობა 2023 წლის 1 იანვრიდან!” - წერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობა “ტვიტერის” პირად გვერდზე.
“რუმინეთი და ბულგარეთი, ჩემი აზრით, მზად არიან შენგენის ზონის წევრები გახდნენ. მადლობელი ვარ ამ ქვეყნების მთელი სამუშაოსთვის, რომელიც მათ უკანასკნელი წლისა და თვის განმავლობაში გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი დრო მალე მოვა”, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.
შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონის თქმით, ის იმედგაცრუებულია იმით, რომ ვერ მოხერხდა ბულგარეთისა და რუმენითის წევრობის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თან აღნიშნა, რომ ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას, რათა ამ ქვეყნებმა საბოლოოდ მაინც მოახერხონ შენგენში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"