"რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს"
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ომი გაყინოს, რათა გაზაფხულზე შეტევა წამოიწყოს.
ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას ზამთრის პერიოდში სურთ ძალების გადაჯგუფება და გადაიარაღება, ამიტომ ნატო-ს ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.
„დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები ახლა არ არსებობს. რაც უფრო მეტად გვსურს მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა