ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, ერთმანეთს მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ამ ზამთარს ერთმანეთს უფრო მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები, რადგან თუ ამ ზამთარს გაუძლებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ბოლომდე დაიცავენ.
4 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და არტილერიით უპირატესობა, მაგრამ არ აქვს და არ ექნება ის, რაც - უკრაინელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იცავენ თავის სახლს და იბრძვიან თავისუფლებისა და სიმართლისთვის, რაც ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალაა და უკრაინის გარშემო აერთიანებს მთელ მსოფლიოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, ზამთრის ყოველი დღე აღიქვან არა გამოცდის, არამედ გამარჯვების მოახლოების დღედ.
უკრაინას უმძიმესი ზამთარი უდგას საომარი მოქმედებების გარდა, უმწვავესი ენერგოკრიზისის გამო, რომელიც ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს