დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს
უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – წერს არახამია „ტელეგრამში“.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა