კიევის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
მათივე ცნობით, წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ეკიპაჟები სწრაფად მუშაობენ ქალაქში გათბობის სისტემის აღსადგენად.
ცნობისათვის, ოთხშაბათს რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობის დროებითი გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოთხშაბათს რუსებმა 70 რაკეტა გაუშვეს, აქედან 51 - უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი