ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
სულ მცირე 252 ადამიანი დაიღუპა და 377 დაშავდა ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახლებული მონაცემები დღეს, 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. 7 ათასზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.
21 ნოემბერს მომხდარი 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან დაახლოებით 75 კილომეტრში, დასავლეთ იავის პროვინციის ქალაქ ჩიანჯურში მდებარეობდა. ეპიცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია 700-ზე მეტი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია, რადგან მიწისძვრის დროს სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს