„როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა
რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა.
ამის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს.
„დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა.
მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის შესაქმნელად“.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს თებერვლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. გასულ დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. დაზიანდა რამდენიმე შენობა, სისტემები და აღჭურვილობა, თუმცა როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, არც ერთი მათგანი არ ყოფილა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადგურის უსაფრთხოებისთვის.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს