"დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ.
“მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო შედეგებს. განსაკუთრებით ეს მადლობის სიტყვებია მათთვის, ვინც რუსეთის თავდასხმებს უძლებს დონეცკის ოლქში - იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მყარი თავდაცვის გამო, დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლებში. პავლივკა, მარიინკა, პერვომაისკე, ავდიივკა”, -განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს