"ფრონტზე ვერაფერს გავყინავთ, საყინულე არ ვართ - უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები"- ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ფრონტზე ვითარების გაყინვას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
ამის შესახებ დანილოვმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ განვითარდება ვითარება ფრონტზე ხერსონის განთავისუფლების შემდეგ და არის თუ არა საუბარი ახლა ომის შესაძლო გაყინვაზე.
„ჩვენ ვერაფერს გავყინავთ. ჩვენ საყინულე არ ვართ. უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ამინდისა და წელიწადის დროის მიუხედავად. არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან ჩვენი ხალხი იქ არის, ვხედავთ როგორ იტანჯებიან. ისინი ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გამათავისუფლებლებს ესალმებიან ცრემლიანი თვალებით, ამიტომ შეიარაღებული ძალების ამოცანა საკმაოდ მარტივი და გასაგებია - ჩვენი მთელი ტერიტორიის გათავისუფლება ტერორისტებისგან, ოკუპანტებისგან და ეს აუცილებლად შესრულდება, მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს