"დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად"
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულ, ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მედიის ცნობით, მაიამიში ყოფნისას ტრამპმა „დემოკრატები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანა კომუნიზმისკენ მიჰყავთ.
„დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ ფლორიდის მოსახლეობა აპირებს, ხელახლა აირჩიონ ჩემი შესანიშნავი მეგობარი – მარკო რუბიო აშშ-ის სენატში. თქვენ აპირებთ, ხელახლა აირჩიოთ რონ დესანტისი საკუთარი შტატის გუბერნატორად. დღეს გიჟურ „ნიუ იორკ თაიმსსაც“ კი დიდი სტატია ჰქონდა ესპანელების რესპუბლიკურ პარტიაში მოსვლის შესახებ. ბევრი ამბობს, რომ ეს არის ტრამპის პარტია, სადაც ისინი მოდიან. მე ვამბობ, რომ იყოს რესპუბლიკური პარტია, მაგრამ თქვენ მოგწონვართ. ვიცი, რომ მოგწონვართ. ორჯერ ვიყარე კენჭი, ორჯერ გავიმარჯვე და მეორედ ბევრად უკეთ გავაკეთე, როდესაც 2020 წელს მილიონობით მეტი ხმა მივიღე, ვიდრე 2016 წელს. ახლა კი, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული გავხადო, ალბათ ამის გაკეთება ისევ მომიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო