უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვაში ჩაცვივდა
ჩრდილოეთ მოლდოვაში, უკრაინის მოსაზღვრე ერთ-ერთ სოფელში (Nanacea) უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩაცვივდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა.
არსებული ინფორმაციით, რუსების სამიზნე უკრაინასა და მოლდოვას საზღვარზე მდებარე მდინარეზე არსებული კაშხალი იყო, რომელიც უკრაინას ეკუთვნის.
მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებზე თავდასხმებმა და მდინარეების მიზანში ამოღებამ, შეიძლება, მთელი რეგიონი წყალდიდობის საფრთხის წინაშე დააყენოს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა