უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში 300-მდე ოკუპანტი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 60-მდე დაჭრილი კი გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ვოდიანეს, კამენკასა და ნეველსკოეს დასახლებებში. ამასთან, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 25-მდე საჰაერო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დაზარალდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის დონეცკის ოლქის სევერსკისა და პრეჩისტოვკას დასახლებები; ზაპოროჟიეს ოლქის ჩერბაკის დასახლება, ხერსონის ოლქის დავიდოვ ბროდისა და მალაია სეიდემინუხას დასახლებები, მიკოლაივის ოლქის კობზარცის დასახლება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს