უკრაინა არ გამორიცხავს რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.
გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აფეთქებით.
კიევში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა გრომოვმა არ გამორიცხა, რომ „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის მზადებაში უკრაინის დადანაშაულების გათვალისწინებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფეთქებები მოაწყონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რათა მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანონ, ლოკალური ტექნოგენური კატასტროფის პროვოცირება მოახდინონ და ამაში უკრაინა დაადანაშაულონ.
ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს "პროვოკაციას ბინძური ბომბის გამოყენებით". კიევი ამას კატეგორიულად უარყოფს, "ბირთვულ შანტაჟს" უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს "ბინძური ბომბის" აფეთქებას, რომელსაც უკრაინას დააბრალებს. რუსეთის განცხადებებს სიცრუეს უწოდებენ დასავლეთის სახელმწიფოები და ნატო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს