უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 16 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს
გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 16 კამიკაძე-დრონი Shahed-136 ჩამოაგდეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების მეთაურობა ავრცელებს.
კერძოდ, 11 დრონი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და სისტემებმა მიკოლაევის ოლქში ჩამოაგდეს. დანარჩენი უპილოტო საფრენი აპარატები კი უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში გაანადგურეს.
ამასთან, მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი იტყობინება, რომ ღამით ოკუპანტებმა ქალაქი „ეს-300“-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის