"რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს"
ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმებს ელექტროსადგურებზე, უკრაინის ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს და ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ დამპყრობლებს არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა უკრაინის ტერიტორიას. ამ ტერორისტული აქტით მათ შეუძლიათ, გაანადგურონ დნეპერიდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება. და თუ რუსეთი ამზადებს ასეთ ტერორისტულ თავდასხმას, თუ სერიოზულად განიხილავს ასეთ სცენარს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ტერორისტებმა ნათლად იციან, რომ მათ არ შეუძლიათ შეინარჩუნონ არა მხოლოდ ხერსონი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის სამხრეთი, ყირიმის ჩათვლით. ჩვენ ახლა ყველამ ერთად – ყველა ევროპელმა, მსოფლიო ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება”,– თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს