გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა
გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს.
როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს. პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სასტუმროში იმყოფებოდნენ, რადგან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შენობის ფასადზე სვასტიკა დახატეს.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილები სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს