რუსეთის ქალაქ ეისკში ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
დღეს დილის მონაცემებით, 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, რომლის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში გასულ საღამოს ჩამოვარდა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-34.
ოფიციალურ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს ცნობით, ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდა დასრულდა და ნაპოვნია 10 ცხედარი. გასულ ღამით ოფიციალურად დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, 68 მაშველებმა გადაარჩინეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრენის შემდეგ, ბომბდამშენის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა და თვითმფრინავის ვარდნისას დაღვრილი, აალებული საწვავი მოედო 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს.
რუსეთის ქალაქი ეისკი უკრაინის ნახევარკუნძულის, ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარეობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს