"რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და უნდა დაისაჯოს"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ოქტომბერს „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი ონლაინ მიმართვაში თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე ფასების მკაცრი ზედა ზღვრის დაწესება. მან ისაუბრა იმაზე, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა წამოიწყო ესკალაციის ახალი ტალღა, როცა ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მის სარაკეტო იერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთი სრულად უნდა იქნეს იზოლირებული და უნდა დაისაჯოს, თქვა ზელენსკიმ.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა თავიანთ ერთობლივ განცხადებაში დაგმეს რუსეთის მიერ უკანასკნელ დღეებში განხორციელებული სარაკეტო იერიში და განაცხადეს, რომ პასუხს აგებინებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და სხვა პასუხისმგებელთ. მათ თქვეს, რომ უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარებიან, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
„დიდი შვიდეულისადმი“ მიმართვაში ზელენსკიმ დახმარება ითხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების სახით, რათა გააუვნებლონ საჰაერო თავდასხმები. მისი თქმით, როცა უკრაინა ასეთ სისტემებს მიიღებს, „რუსეთის ტერორის საკვანძო ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - აღარ იმოქმედებს.“
ზელენსკიმ „დიდ შვიდეულს“ სთხოვა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას, რომ უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო მისია გაიგზავნოს უსაფრთხოების ვითარებაზე დასაკვირვებლად.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს