ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო გაწვევა იწყება
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საშემოდგომო სამხედრო გაწვევას იწყებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განკარგულების შესაბამისად, საშემოდგომო გამოწვევა აქტიური სამხედრო სამსახურისთვის 17 ოქტომბერს დაიწყება.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაწვევა წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„საწყისი სამხედრო წვრთნისა და წვევამდელების სამხედრო ფიცზე მომზადებისთვის შეიქმნა ახალი გაწვევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან ოფიცრები და სერჟანტები, რომლებსაც აქვთ პირად შემადგენლობასთან მუშაობის გამოცდილება და ასევე შეუძლიათ წვრთნების ჩატარება მაღალ დონეზე“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. მათ განმარტეს, რომ საწვრთნელი შეკრება ახალწვეულთა ასეულთან ჩატარდება დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქალაქში, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად და სასწავლო პროცესისთვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების შედეგად ე.წ. ოსური არმია ორიოდე ბატალიონს ითვლის, ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად რუსეთის 58-ე არმიის მე-4 სამხედრო, საოკუპაციო ბაზაზე გადის. ამ ბაზიდან ჯარისკაცები უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს.
16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი