"აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს გადასცემს"
შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებნა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილეს.
„მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია თავდაცვის სფეროში ჩვენს თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლიც ავრცელებს.
“ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინაში, მათ შორის კიევში. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის იმ მხარდაჭერის აღმოჩენას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემები“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს