"ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან, რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ"
ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან, რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ჩვენმა მეომრებმა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში 776 კვადრატული კილომეტრი და 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში, გაათავისუფლეს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინის შეტევითი ოპერაციის დასაწყისიდან უკვე 2 434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.
„ამ კვირაში კარგი შედეგებია უკრაინის სამხრეთშიც - იქაც ყოველდღე ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას”, - თქვა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი