ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა
ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ.
დასავლური მედია წერს, რომ ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.
საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტი-სამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
- სტამბოლში ორი მიწისძვრა მოხდა
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
- სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- ,,ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს"- შალვა პაპუაშვილი