"უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს"
უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NBC-ს განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შეძლეს აეღოთ ახალი ქალაქი, ლიმანი, და ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელები პროგრესს განიცდიან, შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცის, უნარების გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები აწვდიან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენმდივანმა ალიანსში დაჩქარებული წევრობის შესახებ უკრაინის განაცხადის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული, 30-ვე მოკავშირე უნდა დათანხმდეს ასეთ გადაწყვეტილებას“.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს გამოძიებას „ჩრდილოეთი ნაკადის“ მილსადენების აშკარა დივერსიის შესახებ.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია