"ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისგან"
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში, სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მუქარა ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და ის იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან.
„ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხისგანაც კი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთი რჩებოდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, იმ დროს, „როდესაც გენოციდს ახორციელებს და მსოფლიოს რადიაციული კატასტროფისგან ერთი ნაბიჯი აშორებს.“
ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება