"პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების „შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს" - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს და შესაძლოა, ეს მიმართვა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოსაცხადებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. რუსეთის ლიდერები, თითქმის დანამდვილებით, იმედოვნებენ, რომ შეერთებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლება და ეს კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ მისწრაფებას ძირს უთხრის ის, რომ რუსეთში გაიზარდა ინფორმირებულობა ბრძოლის ველზე ბოლო დროს განცდილი წარუმატებლობის შესახებ და ასევე უკმაყოფილება გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო.
შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს სრულდება.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა