''ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება''
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მიშელის განმარტებით, ევროკავშირი უნდა იყოს ღია მათთვის, ვისაც არ სურს, იყოს ინსტრუმენტი კრემლის ხელში.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან კონსულტაციები გაიაროს.
„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია, რადგან მათ არ სურთ, დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას, წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის კარის გახსნის საკითხს ორშაბათს განიხილავენ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი