''ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს'' - ლიზ ტრასი
ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ საერთაშორისო მიმართვაში განაცხადა.
„ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენს ისტორიაში, ამ ორგანიზაციის ისტორიაში და თავისუფლების ისტორიაში. 2022 წელი შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორიტარული სახელმწიფოს ისტორია, რომელმაც თავისი ტანკები მიაყენა მშვიდობიანი მეზობლის საზღვართან და დაიმორჩილა საკუთარი ხალხი. ამის ნაცვლად, ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია. მზარდი აგრესიის ფონზე, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს მოქმედების ძალა და სიმტკიცე მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. კონფლიქტის ამ გადამწყვეტ მომენტში მე პირობას ვდებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ან გავზრდით უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ტრასმა.
ამასთან, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ აუცილებელია ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა, რათა ავტორიტარული რეჟიმის აგრესიამ უკან დაიხიოს და თავისუფალმა სამყარომ გაიმარჯვოს სტრატეგიული მეტოქეობის ამ ახალ ეპოქაში.
„დიდი შვიდეული ქვეყნებმა და ჩვენმა თანამოაზრე პარტნიორებმა უნდა იმოქმედოს როგორც ეკონომიკურმა ნატო-მ, კოლექტიურად დაიცვან ჩვენი კეთილდღეობა. თუ პარტნიორის ეკონომიკა გახდება აგრესიული რეჟიმის სამიზნე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ყველამ ერთისთვის და ერთმა ყველასათვის.
ჩვენ არ ვიქნებით სტრატეგიულად დამოკიდებული მათზე, ვინც ისწრაფვის გლობალური ეკონომიკის შეიარაღებას. ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ყველამ ერთად შევძლოთ წინსვლა. თავისუფალი სამყარო საჭიროებს ეკონომიკურ სიძლიერეს და მდგრადობას რათა უკან დაახევინოს ავტორიტარულ აგრესიას და გაიმარჯვოს ამ სტრატეგიული მეტოქეობის ახალ ეპოქაში“, – განაცხადა ტრასმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი