''უკრაინამ ყირიმი, შესაძლოა, დიპლომატიური გზით დაიბრუნოს''
უკრაინის პრეზიდენტისს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.
„სხვა გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისას თავი შეიკავა.
"ადამიანთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს? როდის იქნება ეს? ახლა ვერ ვიტყვი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება