აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება 77 დაღუპული სამხედროს სიას აქვეყნებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 77 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 6 დაღუპული სამხედროს შესახებ ინფორმაცია თავდაცვის უწყებამ დღეს, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.
გუშინ, 15 სექტემბრის საღამოს, 71 დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროს შესახებ იყო ცნობილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 135 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ დაადასტურა. მისი სიტყვებით, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს საბოლოო რიცხვი, ვინაიდან კიდევ ბევრია დაჭრილი.
14 სექტემბერს, ღამით, სომხეთის ხელისუფლებამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის წინ განახლდა, რაშიც მხარეებმა ბრალი ერთმანეთს დასდეს.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს