"იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი"
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ხელი მოაწერა ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას. მეფის შემდეგ ფიცს ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა.
ამის შემდეგ მეფე ჩარლზ III-მ განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ დარჩენილ ცხოვრებას იმ მოვალეობის შესრულებას მიუძღვნის, რაც დაეკისრა.
„დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ღრმად ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლის შემძლე ღმერთის მიერ წინამძღოლობის გაწევისა და დახმარებისთვის“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.
ჩარლზის ტახტზე ასვლის ოფიციალურ გამოცხადებას მოჰყვა საზეიმო გასროლები ჰაიდ პარკიდან და ლონდონის თაუერიდან. ჯარისკაცებმა ჰაიდ პარკში 41-ჯერ, ლონდონის თაუერში კი 62-ჯერ გაისროლეს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"