"ევროპა „დისნეილენდი“ არ არის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს"
ევროპა არის ღირებულებების ქვეყანა და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალმა მსოფლიომ რუსებს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
„თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ჩუმად უყურებენ უკრაინის გენოციდს, მათ არ უნდა შეეძლოთ ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ადგილი და არა „დისნეილენდი“ ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა მსოფლიომ რუსებს მათ წინააღმდეგ მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს, ვინც ეს ომი დაიწყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვიზებს, ფინანსურ კავშირებსა და ენერგოდამოკიდებულებას მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ იყენებს.
„აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებაში ყოვლისმომცველი ვიზა, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ. მადლობელი ვარ იმ ევროპელი ლიდერების, რომლებიც აცნობიერებენ საფრთხის დონეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"