ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს
ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება მარცვლეულის მოსალოდნელი უხვი მოსავლის გათვალისწინებით მიიღეს.
ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, წელს იგეგმება 13 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის აღება, რაც წინა წლის მოსავალს 12 პროცენტით აღემატება. შიდა მოხმარებისთვის ქვეყანას დაახლოებით 6,5 მილიონი ტონა სჭირდება. მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვა 10 სექტემბრიდან გაუქმდება.
ყაზახეთმა მარცვლეულისა და ფქვილის ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვა 8 ივლისიდან აამოქმედა.
ამასთან, ქვეყანაში დგინდება კვოტები მსხვილ და წვრილფეხა საქონლის ექსპორტზე, რაც 21 იანვრიდან 21 ივლისამდე სრულად იყო აკრძალული.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა