''ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას''
სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე.
„ჩვენი ბირთვული სპეციალისტები, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან, რომელიც მუდმივად პროვოცირებულია რუსული ძალების მიერ. სადგური წარმატებით დაუკავშირდა ქსელს. ის აწარმოებს ენერგიას უკრაინისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო. გუშინდელი მოვლენების ნებისმიერი გამეორება, ანუ სადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა, რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს რეაქტორების გათიშვის პროვოცირება, კიდევ ერთხელ დააყენებს სადგურს კატასტროფის პირას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისია მივიდეს სადგურზე რაც შეიძლება სწრაფად და მუდმივ რეჟიმში დაგვეხმაროს ატომური ელექტროსადგურის მართვაში უკრაინის კონტროლქვეშ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ბრძოლას.
ამასთან, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ისაუბრა მარცვლეულის ექსპორტსა და სასურსათო კრიზისზე. მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში უკრაინიდან მილიონი ტონა აგრარული პროდუქცია გავიდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი