პენტაგონი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ''NASAMS'' შეისყიდის
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა კომპანია Raytheon Co. - სთან, რომლისგანაც უკრაინის დახმარების ფარგლებში, შეისყიდის 182 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ''NASAMS''.
ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
მიმდინარე კვირაში, აშშ-მ განცხადება გააკეთა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფარგლებში ახალი, სამი მილიარდიანი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პაკეტი წარმოდგენილია უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივის ჩარჩოებში (USAI), რომელიც იქნება გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის.
პაკეტის ფარგლებში, აშშ უკრაინას გადასცემს NASAMS-ის დამატებით ექვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და ამასთანავე დიდი რაოდენობით იარაღსა და სხვა სამხედრო ტექნიკას.
პენტაგონის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან, ამერიკამ უკრაინას უკვე გაუწია და ამასთანავე დაგეგმილია გაუწიოს 13,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს