აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს
ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„19 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო ესაუბრა თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იუნუს ელიტასს, რათა განეხილა მიმდინარე ძალისხმევა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო მრავალმხრივი სანქციების განსახორციელებლად და აღსასრულებლად.
მდივნის მოადგილე ადეიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ, გამოიყენონ თურქეთი შეერთებული შტატებისა და 30 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად”, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი