ქალაქ ხარკოვში დღეს გლოვის დღეა
დღეს ქალაქ ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ, - ამის შესახებ ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი „ტელეგრამში“ წერს.
"ძვირფასო ხარკოველებო! დღეს ხარკოვში გლოვის დღეა. 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. ხალხი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები“, - წერს ხარკოვის მერი.
17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსული ძალების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი, დაშავდა. გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დილით რუსებმა ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 8 რაკეტა გაუშვეს. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. სლობოდსკოის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა 18 კი - დაშავდა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი