"რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია, მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით"
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთი „სტრატეგიულ ჩიხშია“.
მისივე თქმით, „ოკუპანტები უკანა მიმართულებით მიემართებიან“.
როგორც ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს რუსების გამაგრებული პოზიციებიდან დაძვრა“.
„შეიძლება, ითქვას არა მხოლოდ ის, რომ რუსებს წინსვლა არ აქვთ, ან აქვთ მიკროსკოპული წინსვლა, არამედ ისიც, რომ მათ წინსვლა აქვთ უკანა მიმართულებით. ერთ თვესა და ხუთ დღეში ვერაფერი შეძლეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ რუსეთის არმია ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, თუმცა მათი მდგომარეობა უიმედოა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა