ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-დე გაიზარდა
ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.
სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა პიროტექნიკური მასალების საწყობის აფეთქებამ გამოიწვია. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აალებადი ნივთიერებების შენახვისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა