ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს ლაჩინის დერეფნის გარშემო, ისევე როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებით, აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.
„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფრმაცია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.
სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.
სიახლეები
- 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
- სტამბოლში ორი მიწისძვრა მოხდა
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
- სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
- ,,ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს"- შალვა პაპუაშვილი