უკრაინის რამდენიმე ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. იერიშის შედეგად ქალაქის ერთ-ერთი სუპერმარკეტი დაიწვა.
ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ხარკოვშიც. ქალაქსა და ოლქში საჰაერო განგაშის ხმა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სარაკეტო იერიში განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. შედეგად ეკლესია და საბავშვო ბაღი განადგურდა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"