ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენსშეხვდა. ცაი ინ-ვენმა ამერიკელ სენატორს ტაივანში ვიზიტისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტაივანის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითი მოიყვანა.
„დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ ძალადობას ძლიერი გავლენა ექნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტაივანი არ დანებდება და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.
თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს ტაივანს.
„დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"