'' თუ ომი ზამთრის პერიოდამდე გაგრძელდება, უკრაინულ ჯარს სულ უფრო მეტად გაუჭირდება დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება'' - ანდრეი ერმაკი
უკრაინა არასდროს არ წავა დათმობებზე რუსეთის მიმართ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი თვეები გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ამასთან, ერმაკმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ააქტიურებენ კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთით, რათა დაიბრუნონ ოკუპანტების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, დროში გაწელილი ომი უპირატესობას მხოლოდ რუსეთის ჯარს მისცემს.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ ბრძოლა ზამთრის პერიოდამდე გაგრძელდება, უკრაინულ ჯარს სულ უფრო მეტად გაუჭირდება დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება.
მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, შემოიღონ ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ კრემლი ენერგომატარებლების ექსპორტს სანქციების წინააღმდეგ იყენებს.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება